მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო სიგარეტის მოწევა აკრძალეს

მოწევა აკრძალულია

ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში, გალისიაში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის გამო სიგარეტის მოწევა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოწევაზე აკრძალვის ბრძანება ოთხშაბათს გაიცა, მას შემდეგ, რაც რეგიონის მთვრობას ექსპერტებმა რეკომენდაცია მისცეს. ამ გადაწყევტილებას მხარს უჭერს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ მოწევა ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის, რადგან მოწევის დროს ადამიანი არ იყენებს პირბადეს, რასაც მოყვება შესაბამისი შედეგები.

გალისიის რეგიონი პირველია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება შემოიღო, თუმცა განიხილება სხვა რეგიონებიც.

სიგარეტის მოწევა აკრძალულია იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა, მაგალითად: საზოგადოებრივ ადგილებში, რესტორნებსა და ბარებში.

გადაწყვეტილების მიღება ესპანეთში მომატებულმა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა განაპირობა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებით ესპანეთი ევროპაში პირველ ადგილზეა.