მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში საპროტესტო აქციებზე 160 ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

აქციები ესპანეთში

ესპანეთში რამდენიმედღიან საპროტესტო აქციებზე საერთო ჯამში 160 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

აქციის მონაწილეები ესპანელი რეპერის, პაბლო ჰაზელეს დაკავებას აპროტესტებდა. აქციების უდიდესი ნაწილი ბარსელობაში ჩატარდა.

ჰაზელს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას სიმღერების ტექსტებში მონარქიისა და პოლიციის შეურაცხყოფა ბრალდება.

ჰაზელის დაკავება ორგანიზაცია Amnesty International-მა და 200-ზე მეტმა მხატვარმა დაგმო.

აქციების დროს მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. ადგილი ჰქონდა მარადიორობის ფაქტებსაც. ასევე მათ რამდენიმე მანქანა დაწვეს.

იხილეთ ასევე:

🚸 ესპანეთის საზღვრის დაცვის პოლიციამ 41 მიგრანტი დააკავა

🚸 ესპანეთში მეფის შეურაცხყოფისთვის რეპერს პატიმრობა მიუსაჯეს