მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში შესაძლოა კომენდანტის საათი დაწესდეს

ესპანეთში კორონავირუსის გამო დადგენილი შეზღუდვები კვირის განმავლობაში შემსუბუქდება


ესპანეთიში, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების გამო, შესაძლოა ახალი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, დაწესდეს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

შეზღუდვების დაწესება იმ რეგიონებში იგეგმება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ერთ-ერთი ასეთია ქალაქი მადრიდი.

„ჩვენ წინ ძალიან რთული კვირები გველოდება, ზამთარი მოდის. მეორე ტალღა აღარ არის საფრთხე, ეს არის რეალობა მთელ ევროპაში“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მადრიდში კომენდანტის საათის დასაწესებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება საჭირო. ამისთვის კი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა აუცილებელია.

ინფორმაციისთვის, ევროპის ქვეყნებს შორის, ესპანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

ქვეყანაში კორონავირუსის 988 322 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილია 34 210 ადამიანი.