უცხოეთი

Eurasianet: სააკაშვილის ქმედებები მისი ეგოთი უფროა განპირობებული, ვიდრე საარჩევნო გათვლებით

საქართველოს ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი
13:20 პარ. 18 სექტემბერი
დაკოპირებულია

„სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებით წარსულში ბრუნდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური გამოცემა eurasianet.

„საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება მხოლოდ ზიანის მომტანია მისივე პარტიისთვის - წერს გამოცემა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტი ამჟამად თავისი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, საარჩევნო ბიულეტენზე მისი სახელი ბევრს არაფერს შეცვლის.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ შანსები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამაიმედებლად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დროულად გაიზარდა მმართველი გუნდის პოპულარობა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძებების შედეგად.

„პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება. „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია აკრიტიკებენ ერთი მესიჯის ქონის გამო, რომ ისინი არ არიან სააკაშვილი და ენმ. აღნიშნული დღის წესრიგის რეზონანსი სულ მეტად იკლებდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სააკაშვილის მმართველობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ ექს-პრეზიდენტის წყალობით, პლატფორმა კვლავ აქტუალურია,“ - წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, „სააკაშვილის ნომინირება ოპოზიციისთვის ცუდის ნიშანია“. მისი თქმით, „არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ქვეყანას სააკაშვილივით „გამხლეჩი“ კი არა, გამაერთიანებელი ლიდერი სჭირდება“.

„სააკაშვილი ახლა ძებნილია საქართველოში და ქვეყანაში ფეხის დადგმისთანავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მან რამდენიმე წელი უკრაინაში დაჰყო, მათ შორის ოდესის მმართველის ამპლუაში. მაისში იგი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, რის გამოც ოფიციალურმა თბილისმა კიევში თავისი ელჩი გამოითხოვა. მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი დროდადრო განაგრძობდა თავისი სამშობლოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და არც სოციალურ მედიაში მალავდა თავის მტრულ განწყობას ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. სულ ახლახანს კი მან უკვე ქართულ პოლიტიკაში ფორმალურად დაბუნების შესახებაც განაცხადა,“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ქმედებები მისი ეგოთი უფროა განპირობებული, ვიდრე საარჩევნო გათვლებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები კი წინ ვერ აღუდგებიან.

სტატიაში მოყვანილია ანალიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ მძევლად ჰყავს აყვანილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც „მიშა დუმდა და უკრაინის საქმეებით იყო დაკავებული“. ამ ციტატის ავტორი, გიორგი მჭედლიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარია. მისი თქმით, „მიშა ისეა გატაცებული თავისი ეგოცენტრიზმით, რომ ვერ აიტანს, მისმა პარტიამ მის გარეშე უკეთესი შედეგი დადოს.

„მიშას პირადი გემოვნების საკითხი რომ არა, ნებისმიერი ტექნოკრატი იქნებოდა [ენმ-ს კანდიდატი], მაგრამ მას მსგავსი სცენარი არ მოსწონს,“ - მიიჩნევს კორნელი კაკაჩია და დასძენს: „არამგონია, ვინმეს მასზე გავლენის მოხდენის ძალა შესწევდეს. ენმ მძევლად ჰყავს აყვანილი - მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ“.

რაც უფრო მეტად ჩაერევა სააკაშვილი საქართველოს საქმეებში, „მით მეტ სარგებელს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი,“ ამბობს ანალიტიკოსი დიმიტრი მონიავა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში.

„ყველა ამას ამბობს: სააკაშვილის მეგობრები, მტრები თუ ნეიტრალური შემფასებლები. თუმცა, ის იმ მოკრივეს ჰგავს, მრავალგზის რომ დაამარცხეს არენაზე, მაგრამ მაინც სურს თავი გამარჯვებულად აჩვენოს, რევანშზე ოცნებით კი, მზადაა, წარსულშიც კი დაბრუნდეს იმავე რინგზე, კარგად ნაცნობი მხარდამჭერებით,“ - აღნიშნულია სტატიაში.

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ...
09:08
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ნებისმიერი ტიპის მ...
00:31
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას. „საქართველო დამოუკი...
00:22
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:08
კალაძე რეაბილიტირებულ სკვერში

კახა კალაძემ სამგორში ახლადრეაბილიტირებული სკ...

ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
22:29 ოთხ. 25 ნოემბერი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახ...
არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი...
22:14 ოთხ. 25 ნოემბერი
აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგე...
მისი თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ვინ რაზე იყო...
21:58 ოთხ. 25 ნოემბერი
ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით...
„სისტემა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უ...