მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევერესტზე ალპინისტები შემოდგომაზე შეძლებენ ასვლას

ევერესტი ნეპალში

ნეპალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ევერესტზე ალპინისტები შემოდგომაზე შეძლებენ ასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსული ინფექციების ზრდის მიუხედავად ტურიზმს ხელს შეუწყობენ.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, მთამსვლელებმა მთავრობის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

შემოდგომის სეზონი სექტემბერში იხსნება და ნოემბერში იხურება.

აპრილი-მაისის პოპულარულ სეზონზე ასვლის არ არსებობამ ნეპალს მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.