მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი Brexit-ის შემდგომ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ

შეთანხმება Brexit-ზე

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა Brexit-ის შემდგომ ურთიერთობებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებას გულისხმობს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

„შეთანხმება მიღწეულია. ამის შედეგად შესაძლებელი გახდება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის საკვანძო ურთიერთობები შენარჩუნდება. ორივე მხარეს ერთიან ბაზარზე სამართლიანი წვდომა ექნება“ - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეთანხმების გაფორმება 2021 წლის 1-ელ იანვრამდე იყო აუცილებელი. სწორედ ამ დღეს იწურება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გარდამავალი პერიოდი. ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე მიიღო. ეს პროცესი Brexit-ის სახელით არის ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ბრიტანეთის სანაპიროსთან ტრაილერების 30კმ-იანი რიგი შეიქმნა (ვიდეო)

🔆 დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება