მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს

ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ამის შესახებ გამოცემა Meduza იუწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.

ამის შემდეგ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს 15-16 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტი დაამტკიცებს. მოგვიანებით კი ევროკავშირის საბჭო უყრის კენჭს. მთელ პროცედურას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.