მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი რუსეთთან საზღვარს არ გახსნის

ევროკავშირსა და რუსეთს შორის საზღვარი არ გაიხსნება

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, ვისთანაც ეს ორგანიზაცია საზღვარს გახსნის. ამის შესახებ გამოცემა „ვზგლიადი“ იუწყება.

სიის განხილვა ორ კვირაში ერთხელ ხდება. ახალ სიაში შესულია ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. სიაში ჩინეთიც არის მითითიებული, ოღონდ მისი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის საზღვარი იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ჩინეთიც იგივეს გააკეთებს.

ცნობისთვის, 1 აგვისტოდან რუსეთმა საერთაშორისო ავიამიმოსვლა აღადგინა. რუსეთიდან შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში, ტანზანიაში და თურქეთში გამგზავრება.