მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა საზღვრები შესაძლოა შემოდგომამდე არ გახსნას

ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებით

ევროკავშირის ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა შესაძლოა შემოდგომამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ეპიდვითარება ჯერჯერობით კვლავ სერიოზული რჩება, რის გამოც საზღვრები, როგორც შენგენის არაწევრ სახელმწიფოებთან, ისე წვერ ქვეყნებს შორის, შემოდგომამდე არ უნდა გაიხსნას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სახელმწიფოს მეთაურებმა, 17 მარტს მიიღეს. გადაწყვეტილების მიხედვით, საზღვრები ერთი თვით უნდა ჩაკეტილიყო, თუმცა ახლა ქვეყნებს შორის მოგზაურობა შესაძლოა შემოდგომამდე აიკრძალოს.