მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია შეამცირა

გამოცემა „atlantico“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“.

კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას schengenvisa.info ავრცელებს.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ისევ რჩება.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი, ასევე ჩინეთი (ჩინეთი იმ შემთხვევაში, თუ თავადაც გახსნის საზღვარს).

ამჟამად, სერბეთში კორონავირუსის 19 021 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 709 გარდაცვლილია, 4 574 აქტიური შემთხვევაა. მონტენეგროში 1 287 შემთხვევაა გამოვლენილი, 24 დაღუპული, 933 აქტიური.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა.