მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირში იტალიის დახმარებაზე ვერ თანხმდებიან

ნიღბიანი ადამიანი იტალიაში

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა იტალიისთვის გასაწევი დახმარების ოდენობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა მარიო სენტენუმ განაცხადა.

"16-საათიანი მოლაპარაკების განმავლობაში ჩვენ მივუახლოვდით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას", - აღნიშნა მარიო სენტენუმ.

როგორც პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საუბარი ორ საკითხზე მიმდინარეობს. ესენია: ევროკავშირის მიერ ქვეყნებისა და ბიზნესის ფინანსური დახმარების სტრატეგია და "ეროვნული ეკონომიკის აღდგენის მყარი გეგმა".

მოლაპარაკებებში მთავარი დაბრკოლება იტალიასა და ნიდერლანდებს შორის, საგარეო ვალის აღების შესახებ არსებული დაპირისპირებაა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ევროკავშირი თავის მნიშვნელობას დაკარგავს, თუ კორონავირუსის პანდემიას შესაბამის წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.