მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპარლამენტმა ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის დროშა და შენობა

ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნის დაკავების გამო რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

რეზოლუციის დოკუმენტს მხარი 581-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს კრიტიკულად განიხილონ რუსეთთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე”, - ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ სანქციები უნდა დაწესდეს „ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობდნენ“.

👉 ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში, შერემეტოვოს აეროპორტში დააკავეს.

👉 რუსეთში ალექსეი ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ.

👉 დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითის წესი „ივ როშერის საქმეში“, რომ არ დარეგისტრირდა რუსულ ინსპექციაში, გერმანიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ.

👉 ნავალნის გათავისუფლებისკენ რუსეთს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჩარლზ მიშელმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს.