მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ქვეყნები დიდ ბრიტანეთთან ფრენებს კრძალავენ

ბრიტანეთი ანაკლიის და „კავკასუს ონლაინის“ საკითხს აკვირდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ევროპის ქვეყნები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებენ. შეზღუდვები, სულ მცირე, იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება. 

ინგლისთან ფრენები უკვე აკრძალეს ნიდერლანდებმა, ბელგიამ და იტალიამ.

ჯანმოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტში არიან.

ბრიტანული მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი ტიპის ვირუსის კვლევის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდის, ხოლო WHO, თავის მხრივ, აღნიშნულ სიახლეებს სხვა ქვეყნებს ამცნობს.

მიუხედავად იმისა, რომ მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინა ვერსია, მეცნიერები არ თვლიან, რომ ის უფრო ლეტალურია ან უფრო მძიმე სიმპტომებს იწვევს. ბოლოდროინდელ განცხადებაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მეცნიერებზე დაყრდნობით თქვა, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო ინფექციური შეიძლება იყოს, ვიდრე ძველი.

ჯერ კიდევ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი მდგრადი იქნება ვაქცინების მიმართ, რომელთა გამოყენებაც უკვე დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ნიდერლანდების ხელისუფლების აზრით, ფრენების შეზღუდვა აუცილებელია, რადგან დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დიდი ბრიტანეთიდან შესულიყო.

👉 ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა. იგი ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ნაცნობი ვარიანტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა

👉 ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს

👉 BBC: რამდენად საშიშია Covid-ის ახალი შტამი?