მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება

ევროპაში შეზღუდვების გაუქმება

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

გერმანიაში 7 მარტის შემდეგ სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება. როგორც მინისტრებთან შეხვედრაზე ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ქვეყანას აქვს გეგმა, რომ ინფიცირების ოდენობამ 100 000 ადამიანზე 35-მდე დაიკლოს. ამის შემდეგ სხვა შეზღუდვების გაუქმებაც არის მოსალოდნელი.

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების გაუქმება 22 თებერვლიდან დაიწყო და ის 4 ეტაპისგან შედგება. 8 მარტიდან სკოლებში სწავლა აღდგება, ასევე დაშვებული იქნება გარეთ სპორტული ვარჯიში. 29 მარტიდან დაშვებული იქნება 6 ადამიანამდე შეკრება სუფთა ჰაერზე. ეკონომიკის ძირითადი სექტორები 12 აპრილიდან გაიხსნება. ესენია სილამაზის სალონები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე, გაიხსნება რესტორნები და ბარები, დახურული გასართობი ცენტრები, აუზები და ფიტნეს-ცენტრები.

17 მაისის შემდეგ ქუჩაში შეკრების უფლება 30 ადამიანს ექნება. ასევე, გაიხსნება კინოთეატრები, სასტუმროები, თეატრები და სპორტული ღონისძიებები. 21 ივნისიდან კი დანარჩენი სექტორებიც გაიხსნება.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 17 თებერვლიდან კომენდანტის საათი გაუქმდა. მადრიდში ბარები და რესტორნები არც დახურულა. შეზღუდვებთან დაკავშირებით ესპანეთში ყველა რეგიონი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს.

იტალიასა და საფრანგეთში ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ამ ქვეყნებში ინფიცირების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია.

იხილეთ ასევე:

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 კორონავირუსისგან დეპუტატების რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა