მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო: მომავალ წელს მსოფლიოში შიმშილით შეიძლება 270 მლნ ადამიანი დაიღუპოს

გაერო 2021 წელს შიმშილს პროგნოზირებს

2021 წელს დედამიწას მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე  მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა. ამის შესახებ axios.com იუწყება. 

მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მომავალ წელს შიმშილისგან შეიძლება 135 მლნ ადამიანი დაიღუპოს, ახლა კი ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ბიზლი ამბობს, რომ 2021 წელი შეიძლება კატასტროფული იყოს და კრიზისი გაეროს დაფუძნების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გახდეს.

დევიდ ბიზლის თქმით, კრიზისის დაძლევას ხელს უშლის რესურსების ნაკლებობა, ვინაიდან მათი უდიდესი ნაწილი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაზე დაიხარჯა. სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შიმშილის პრობლემის გადაჭრას და მიგრაციის მიზეზების აღმოფხვრას მეტი ყურადღება დაუთმონ.