მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო ვენესუელის პრეზიდენტს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულში სდებს ბრალს

ვენესუელის პრეზიდენტი

გაეროს ექსპერტების განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტმა და ქვეყნის ხელისუფლებამ ადამიანურობის წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

გაეროს სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკოლას მადურო და მისი გარემოცვა დაკავშირებულია არაერთ მკვლელობასთან, ადამიანების გაქრობასთან და წამებასთან.

2019 წელს გაერომ გამოძიება დაიწყო 6000 ადამიანი გაქრობასთან და სიკვდილით დასჯასთან ვენესუელის უმაღლესი თანამდებობის პირთა კავშირის საკითხზე.

ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვაშინგტონი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.