მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაეროს მისიის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

გაეროს თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

გაეროს მულტიდისციპლინური მისიის თვითმფრინავმა მალიში ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ამავე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე გაეროს ოთხი თანამშრომელი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან 1 მძიმედ, ხოლო 10 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო თვითმფრინავი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მედია საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბორტზე რუსეთის 7 მოქალაქე იყო და მათგან არავინ დაშავებულა.