უცხოეთი

„გაზპრომმა“ „ციმბირის ძალა“ ჩაფუშა

ციმბირის ძალა
17:51 28.05
დაკოპირებულია

რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანია „გაზპრომი“ საფრთხეს უქმნის რუსეთსა და ჩინეთს შორის დადებულ 30-წლიან კონტრაქტს, ჩრდილოეთის საბადოებიდან ჩინეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, რომელიც მეგამილსადენს „ციმბირის ძალა“ უნდა გადაეტუმბა ცისქვეშეთის საზღვრამდე.

როგორც „lenta.ru“-ს გამოძიებიდან ირკვევა, კომპანიის მიერ ბუნებრივი აირის მოპოვების ერთ-ერთ მნიშვენელოვან რეგიონში - ჩაიანდინსკში - უამრავი დარღვევა იქნა გამოვლენილი, რომელმაც შესაძლოა მარავალმილიარდიანი კონტრაქტი ჩაშალოს.

Lenta.ru-ს გამოძიებით აღმოჩნდა მოხსენება ჩაიანდის განვითარებასა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რომ ჭაბურღილებზე გამოყენებული იყო დეფექტური საბურღი სითხე; რომ ხელმძღვანელობამ საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღეს ტექნიკური სტანდარტების დარღვევით. შედეგად, დაახლოებით 50 ჭაბურღილი საფრთხის ქვეშ დადგა და წარმოების გეგმური სიმძლავრე მიუღწეველი აღმოჩნდა.

მოხსენებიდან ისიც ირკვევა, რომ მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში ყალბი ხსნარი აღმოჩნდა 41 ჭაბურღიზე: მათ შორის 20 თავიდან ბოლომდე „ცარიელი“ აღმოჩნდა, ხოლო 21-ზე მოპოვება მინიმალურია, რაც პერსპექტივაში ასევე განულდება. „მშრალი“ ჭაბურღილებიდან მთლიანი ზარალი უკვე შეფასებულია 334 მილიარდ რუბლად ($4,5 მლრდ–ზე მეტი), რომელიც მოგებად უნდა მოეტანა.

მინიმუმ ექვსი ჭაბურღილი ემსხვერპლა მენეჯმენტის საეჭვო გადაწყვეტილებებს. მენეჯმენტი კი, თავის მხრივ, გაზპრომის შვილობილი კომპანია „გაზპრომ ნოიაბრსკიაა“. ჭაბურღილების დამონტაჟების დროს არ იქნა შესრულებული ტექნიკური რეგლამენტი, ამან კი მნიშვნელოვანი დეტალების სიღრმეზე არასწორად დამონტაჟება განაპირობა. მხოლოდ ერთი ჭაბურღილის რემონტი 90 მილიონი რუბლი ჯდება, ჯამური ზარალი კი ორი მილიარდი რუბლია.

საბოლოო ჯამში, მრავალი დარღვევის შედეგად, ჩაიანდინსკში გაზის მოპოვებამ შესაძლოა ვერ მიაღწიოს საპროექტო სიმძლავრეს - 25 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში.

პროექტ „ციმბირის ძალას“ პრობლემები არ აქვს - აცხადებს ამ ფონზე „გაზპრომის“ პრეს-სამსახური.  

რუსეთი და ჩინეთი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე აღმოსავლეთ მარშუტით 2014 წელს შეთანხმდნენ. ციმბირის გაზსადენი 2019 წლის დეკემბერში ამოქმედდა. პროექტის გაშვების ცერემონიაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება 400 მილიარდ დოლარად იქნება შესაძლებელი. 

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებებზე...

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახე...
ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შე...
52 წუთის წინ
სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა,  რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე მეტია. აბ...
56 წუთის წინ
„თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატ...
11:22
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფი...
11:05
ძველი სანომრე ნიშნების ვადა გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვად...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნი...
ეკა ბერიძე: ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმ...
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებ...
ბილანიშვილის ადვოკატი: შსს-მ დაადგინა პი...
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი...
თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობი...
პოლიციამ თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრების მიმართ გან...