მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გეგმავს თუ არა ევროკავშირი უვიზო რეჟიმის ამოქმედებას საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან?

ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებით

ევროკავშირი, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს ჯერ კიდევ არ აქვთ, მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ შეთანხმების პირობები შესრულდება. ამის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ნათქვამი.

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ექვსიდან სამი სახელმწიფო- საქართველო, მოლდოვა და უკრაინა სარგებლობს, ხოლო იმავე რეჟიმის ამოქმედებას აზერბაიჯანი, ბელორუსი და სომხეთი ელოდება.

”ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში გამგზავრებისთვის ამჟამად ვიზა მოეთხოვებათ, განიხილება დროულად, თუ ამისთვის შესაბამისი პირობები დაკმაყოფილებული იქნება,” - ნათქვამია, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის შეშფოთება თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობის შესახებ, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნიდან.