მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანელი ექიმები: ნავალნი მოწამლულია

რუსი ოპოზიციონერი

გერმანელი ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნი მოწამლულია და ის ქოლინესტერაზის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.

„ნავალნი კვლავ კომაშია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“- აცხადებენ გერმანული კლინიკის ექიმები.

20 აგვისტოს დილით ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთში კორუფციასთან მებრძოლმა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ბორტზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ნავალნის მდგომარეობიდან გამომდინარე ლაინერი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში.

ინფორმაციისთვის, ნავალნი ბერლინის კლინიკაში მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ომსკიდან გადაიყვანეს.