მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია ვიზიტორებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს

კორონა გერმანია

გერმანია ვიზიტორებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ბერლინმა 11 ევროპული ქვეყნისთვის ნაწილობრივი შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ჯგუფში მოხვდა, ბელგია, ისლანდია, საფრანგეთის ორი რეგიონი, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი და რუმინეთი და მათ შორის გაერთიანებული სამეფო.

მაღალი რისკის ჯგუფს კი განეკუთვნება ის ქვეყნები სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციების რიცხვი შვიდი დღის განმავლობაში აღემატება 50 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე.

შეზღუდვის მიზანია, ტურისტული მოგზაურობის შეკავება. დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ, გააუქმონ თავიანთი ჯავშნები უფასოდ.

ინფორმაციისთვის, გერმანიამ ევროკავშირის მიღმა, 160 ქვეყნისთვის სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმა.

გერმანიაში კორონავირუსის 291 722 შემთხვევაა დაფიქსირებული.