უცხოეთი

გერმანიამ ერთ-ერთი რეგიონი მეორედ ჩაკეტა

ლოკდაუნი გერმანიაში
20:18 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

სამხრეთ გერმანიის ალპურ რეგიონში კარანტინი განახლდა. ეს არის ქვეყნის პირველი რეგიონი, სადაც გაზაფხულის შემდეგ, მკაცრი შეზღუდვები აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ავსტრიის საზღვართან მდებარე ბერხტესგადენის 105 000 მცხოვრები სახლის დატოვებას მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო შეძლებს. შეზღუდვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროპის დიდი ნაწილის მსგავსად, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, თუმცა მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა დიდ ქვეყნებში.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში, გერმანიაში Covid 19-ის 100 000 ადამიანზე 84 შემთხვევა დადასტურდა. შედარებისთვის: იტალიაში - 159, დიდ ბრიტანეთში - 339, საფრანგეთში - 427, ხოლო ესპანეთში - 343.

თუმცა, ბოლო კვირის მონაცემებით, ბერხტესგადენში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 273 იყო, რის გამოც რეგიონში კარანტინი მეორედ გამოცხადდა.

ინფორმაციისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 376 588 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 298 300 და გარდაცვლილია 9 922 ადამიანი.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმ...
53 წუთის წინ
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდუ...
14:45
ახალგაზრდული მოძრაობის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. დღეს, 5...
14:39
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
14:19
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ”
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი
500 მუხის ნერგი დარგო

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ” „წითელ ნუსხაში“ შეტა...

მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
ქედის მუნიციპალიტეტი მოხალისეთა საერთაშო...
„აღსანიშნავია, რომ მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ეფექტურ...
ტრამპი ჯორჯიაში არჩევნების გაუქმებას ითხ...
„ჩვენს მიერ აღმოჩენილია ათიათასობით უკანონოდ მიცემული ხმა. ეს დოკუმენტურად არის...
შსს: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მი...
„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...