მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 239 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული

კორონა გერმანია

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში სულ Covid-19-ის 196 335 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9 012-ს შეადგენს. ინფიცირებულთაგან 180 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. COVID-19-მა მოიცვა 213 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას-ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.