მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მთავრობა: ნავალნი „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული

ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია

გერმანიის მთავრობის განცხადებით, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებით ცალსახად დაადასტურა, რომ მოწამვლის მიზეზი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტია.

გერმანიის მთავრობაში გმობენ ნავალნის მოწამვლის ფაქტს და რუსეთს მოუწოდებს, საქმეს ნათელი მოჰფინოს.

„შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა“. - აცხადებენ გერმანიის მთავრობაში.

აღსანიშნავია, რომ „ნოვიჩოკი“ შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში და მიჩნეულია ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად.

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე შეუძლოდ გახდა. 22 აგვისტოს შემდეგ კი ის გერმანიაში მკურნალობს, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.