მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზას სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

პალესტინის კონფლიქტი

ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეს ყველაზე მასშტაბური შეტაკებებია ბოლო წლების განმავლობაში. ისრაელმა ოთხშაბათს ღაზას სექტორზე ასობით საავიაციო დარტყმა განახორციელა. პალესტინელმა „ბოევიკებმა“ კი ისრაელის უდიდესი ქალაქი თელ-ავივი და ქალაქი ბეერ შევუ რაკეტებით დაბომბეს. საერთო ჯამში მათ ისრაელის მიმართულებით 480 რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს.

ღაზას სექტორში ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა. ისრაელის ინფორმაციით, მათ შეტევა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე და მის მაღალჩინოსნებზე განახორციელეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს და პალესტინელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაეროს განცხადებით, ეს სიტუაცია ძალზე ახლოსაა სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებთან.