მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარიამ უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.

ინფორმაციისთვის შემთხვევა 26 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

Deeply saddened by the tragic news of the Ukrainian military plane crash that claimed the lives of those on board, including aviation school students. My heartfelt condolences to the families and friends of the victims and wishing quick recovery to those injured.

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) September 26, 2020