მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრენლანდიაში უზარმაზარი ყინული ნაწილებად დაიშალა

გრენლანდიას ყინული მოწყდა

გრენლანდიაში უზარმაზარი არქტიკული ყინული შელფს მოწყდა და ნაწილებად დაიშალა. ყინულის 79N-ის ფართობი 110 კვადრატულ კილომეტრს შეადგემს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ყინულის ფოტო თანამგზავრიდანაა გადაღებული. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ფაქტი გრენლანდიაში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს ადასტურებს.

„ამ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 1980 წლიდან 3 გრადუსით გაიზარდა. 2019 და 2020 წელს აქ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა“ - განუცხადა „ბი-ბი-სის“ გერმანიის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯენი ტურტონმა.