მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

H&M-ის ზარალი მეორე კვარტალში საშუალოდ $690 მლნ იქნება

ტანსაცმლის ბრენდის ლოგო

მსოფლიოში ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი შვედური კომპანიის H&M-ის განცხადებით, მეორე კვარტალში მისი ზარალი უფრო დიდია, ვიდრე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე იყო მოსალოდნელი. ივნისში ადგილობრივი ვალუტაში გაყიდვები 25%-ით დაეცა.

გადასახადების გარეშე კომპანიის ზარალმა მარტიდან მაისის ჩათვლით, 6,48 მლრდ კრონი (695 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. კომპანიის ანალიტიკოსები საშუალოდ 6.44 მლრდ კრონის ზარალს პროგნოზირებენ. იტყობინება Refinitiv.

H&M- მა, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად სერიოზულ ზარალს განიცდის, აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მიმდინარე წელს მაღაზიების დახურვას დააჩქარებს.