მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰააგის ცენტრში თავდასხმა მოხდა

თავდასხმა ჰააგაში

ჰააგის ცენტრში თავდასხმა მოხდა, -  ამის შესახებ Denhaag FM იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

შემთხვევა შუადღისას ჰააგის ცენტრში ალბერტ ჰეინში მოხდა.

დაახლოებით იმავე დროს სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს გროტეს მარკეტში გაჩენილი ხანძრის გამო, თუმცა არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.

პოლიციის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებული, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთი დაშავებული კი გონზეა.

მათივე განცხადებით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ეჭვმიტანილი დაახლოებით, ოცდაათი წლის მამაკაცია.