მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონია სტუდენტებისთვის და გრძელვადიანი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

კორონავირუსი იაპონიაში

იაპონია საზღვრების გახსნას საშუალო და გრძელვადიანი ვიზიტორებისთვის გეგმავს და დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Asahi ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქება ოქტომბრიდან დაიწყება და იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვინც იაპონიაში 3 თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს. სტუდენტებისთვის შესვლის შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, თუმცა ეს არ ეხებათ ტურისტებს.

სტუდენტებს მოეთხოვებათ თვითკარანტინი ორი კვირის განმავლობაში და ჯანმრთელობის სხვა პროტოკოლების დაცვა. უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც მიიღეს სტიპენდია და სხვა სახის ფინანსური მხარდაჭერა იაპონიის მთავრობისგან, უკვე დაშვებულია ქვეყანაში მათი შესვლა.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში დღეში 1000-ზე მეტი ადამიანის შესვლა ნებადართული არ იქნება. იაპონიამ სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები ივლისის ბოლოდან 7 ქვეყანასთან გააუქმა.

იაპონიაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 80000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, 1519 ადამიანი კი გარდაცვლილი.