მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იაპონია უსაფრთხო ოლიმპიადას ჩაატარებს“ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერი ოლიმპიადაზე

„იაპონია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უსაფრთხო და დაცული ოლიმპიადა ჩაატაროს“. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიხიდე სუგამ აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ტოკიოს ოლიმპიადა პანდემიის ფონზე მსოფლიოს ერთიანობის სიმბოლო გახდება“ - განაცხადა სუგამ. იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების გადადების მომხრეა.

სუგას თქმით, იაპონია ამ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან შესაბამის კონსულტაციებს მართავს. „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები უსაფრთხოდ გაიმართოს“ - განაცხადა სუგამ.

იაპონიაში ოლიმპიადის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ასე, მაგალითად, მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ტოსიხირო ნიკამიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს.

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.