მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ყველაზე მასშტაბური გახდა

იაპონია და ფრინველის გრიპი

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა, იაპონიაში ამ სეზონში 5.8 მილიონი ქათამი მოკლეს ფრინველის გრიპის გამო, - ამის შესახებ nhk-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, გრიპის ვირუსი დაფიქსირებულია 36 ფრინველის ფერმაში 15 პროვინციაში, დასავლეთ იაპონიიდან, კაგავას და მიაზაკის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ იაპონიამდე, გიფუს და ჩიბას პროვინციებში.

ჰოკაიდოს უნივერსიტეტის პროფესორი საკოდა იოშიჰიროს განცხადებით, აფეთქება ფრინველის ფერმებში ჩვეულებრივ ხდება იანვარსა და თებერვალში.

მან მეფრინველეობის ფერმერებს მოუწოდა უზრუნველყონ ფრინველის მეურნეობებში მათი ჯანმრთელობის კონტროლი.

ეპიდემიოლოგიური ზომების ფარგლებში ექვსი მილიონი ქათამი უნდა განადგურდეს.