მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება

ტოკიოში საგანგებო მდგომარეობას აპირებენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიხიდე სუგას განცხადებით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება, ვინაიდან ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

ექსპერტების აზრით, ამის გამო იაპონიაში 2021 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარება კვლავ ეჭვქვეშ დადგა. გარდა ამისა, პანდემიის გამო იაპონიის ეკონომიკამ, რომელმაც ისედაც სერიოზული ზიანი განიცადა, შეიძლება კიდევ უფრო მეტი დანაკარგი მიიღოს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ტოკიოში და სამ მოსაზღვრე პრეფექტურაში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის 4520 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მათ თავად მიმართეს ცენტრალურ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღემდე მსგავსი სახის შეზღუდვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს იაპონიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობას და რას ითვალისწინებს ეს ზომები.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე, რომლებიც ტოკიოში უნდა გაიმართოს, 200 დღეზე ნაკლები რჩება, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავრობა თამაშებისთვის მზადებას გააგრძელებს.

იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც, პირველ რიგში, მოხუც ადამიანებს აცრიან.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 800 000 ადამიანს ჩაუტარდა

🔆 იმნაძე: კორონავირუსის ახალ შტამზე 3 საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა