იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შეზღუდვითი ღონისძიებები მხოლოდ ტოკიოში და სამ მოსაზღვრე პრეფექტურაში შენარჩუნდება.
იაპონიაში შეზღუდვები 11 პრეფექტურაში იანვარში დაწესდა. ახლა კი კორონავირუსის შემთხვევების კლების გამო აკრძალვების გაუქმების საშუალება გაჩნდა.
კორონავირუსის პიკი იაპონიაში იანვრის შუა რიცხვებში შეინიშნებოდა. მთავრობას იმედი აქვს, რომ მარტში საგანგებო მდგომარეობას დარჩენილ პრეფექტურებშიც გააუქმებს. მიმდინარე წლის ივლისში კი იაპონიაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. 2020 წელს შეჯიბრი კორონავირუსის პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო.
ასევე წაიკითხეთ:
✅ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
✅ თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დასრულდა