ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განცხადება გააკეთა.
გენერალური მდივანი აღნიშნავს რომ, ნატო-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია.
„ნატო-სთვის ამ პანდემიის დროს მთავარი ამოცანა იყო იმაში დარწმუნება, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ გადაქცეულიყო, რადგან ის საფრთხეები, რომელთა წინაშე პანდემიის დაწყებამდე ვიდექით, კვლავ არსებობს – რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერშეტევები, ჩინეთის აღზევება და კლიმატის ცვლილებები.
ამიტომ, არც ერთ ქვეყანასა და კონტინენტს არ შეუძლია ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება.
მე მივესალმები ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის ძალიან მკაცრ გზავნილს ალიანსების აღსადგენად, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უნდა განმტკიცდეს და გაძლიერდეს.
ევროკავშირში მცხოვრები ადამიანების 90% -ზე მეტი ნატოს ქვეყანაში ცხოვრობენ. ეს მხოლოდ იმის ილუსტრაციაა, რომ ჩვენ თითქმის იგივე მოსახლეობა, იგივე წევრები და იგივე სამეზობლო და იგივე გამოწვევები გვაქვს.
ამ ყველაფრის თანახმად, აბსოლუტურად აშკარაა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის მიზეზი, რის გამოც მოუთმენლად ველოდები ევროსაბჭოსთან შეხვედრას და განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“– აღნიშნა სტოლტენბერგმა.