მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: სომხები ახალი ომისთვის ემზადებიან

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება.

„სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ“, - თქვა მან.

საუბრის ბოლოს ალიევმა დასძინა, რომ აზერბაიჯანს თავის დაცვა შეუძლია:

„თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.