მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი ტესტირებისას აფეთქდა

Starship ტესტირებისას აფეთქდა

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის, Starship-ის პროტოტიპი სატესტო გაფრენის დროს აფეთქდა. აფეთქება მიწაზე დაფრენისას მოხდა.  ამის შესახებ expressnews.com იუწყება. 

ხომალდის ტესტირება ტეხასის შტატში ჩატარდა. 5 წუთის შემდეგ ხომალდმა დაგეგმილ სიმაღლეს მიაღწია და დაშვება დაიწყო. მიწასთან შეხებისას აფეთქება მოხდა.

ამის მიუხედავად, SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ჩატარებულ ტესტირებას დადებითი შეფასება მისცა. „აფრენამ, ზედა საწვავის ავზებზე გადართვამ, ფრთების მართვამ დაფრენამდე, ყველა ამ პროცედურამ კარგად ჩაიარა“, - წერს მასკი.

მრავალჯერადი ხომალდის, Starship-ის გამოყენება მარსზე გაფრენისთვის არის დაგეგმილი. ხომალდი 100 ასტრონავტს იტევს. დედამიწის ორბიტაზე მისი პირველი გაშვება 2021 წლისთვის იგეგმება.