მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკის რაკეტა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იარაღს 60 წუთში ჩაიტანს

მასკის რაკეტა სამხედრო ტვირტებს 1 საათში ჩაიტანს

ამერიკელი ბიზნესმენი, კორპორაცია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ახალ ამბიციურ პროექტს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მასკი სპეციალური რაკეტის შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 60 წუთში სამხედრო ტვირთის ჩატანა იქნება შესაძლებელი.

მასკმა შესაბამისი კონტრაქტი პენტაგონთან უკვე გააფორმა. კონტრაქტის დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ილონ მასკმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან 149 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. მასკმა ორბიტაზე ჯაშუში თანამზგავრები უნდა გაიყვანოს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უთვალთვალებს.

„სატრანსპორტი თვითმფრინავის С-17-ის მეშვეობით დაახლოებით 80 ტონა ტვირთის გადატანაა შესაძლებელი. მასკის რაკეტა იგივე წონის ტვირთს გადაიტანს. ოღონდ, თუ თვითმფრინავი საათში 590 მილის სიჩქარით დაფრინავს, რაკეტა საათში 7 500 მილს განავითარებს" - განაცხადა ვიდეოკონფერენციის დროს აშშ-ის სატრანსპორტო მეთაურობის სარდალმა, გენერალმა სტივენ ლაიონსმა.

ცნობისთვის, ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დედამიწის ორბიტაზე ოთხი ასტრონავტის გაგზავნა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო. ამის მიზეზად დამატებითი ტესტირების აუცილებლობა სახელდება. პირველად მასკის რაკეტით ასტრონავტები კოსმოსში მიმდინარე წლის 30 მაისს გაფრინდნენ.

ინფორმაციას republicworld ავრცელებს.