მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს

ილონ მასკი

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მასკმა თავისი დიაგნოზის შესახებ გადაცემა Saturday Night Live-ის (SNL) ეთერში ისაუბრა.

გამოცემის ინფორმაციით, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები სხვებისაგან განსხვავებულად აღიქვამენ მათ გარშემო არსებულ გარემოს.

ასპერგერის სინდრომი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტირებისა და ფსიქიკური აშლილობის სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM) 2013 წლამდე ეს მდგომარეობა ცალკეულ დიაგნოზად განიხილებოდა, თუმცა შემდგომში აუტიზმის ყველა ფორმა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და აუტიზმის სპექტრის აშლილობა ეწოდა.

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და საშუალოზე კარგი ვერბალური (მეტყველებითი) უნარები, სწორედ ეს განასხვავებს ამ მდგომარეობას სპექტრის სხვა ფორმებისგან. ასპერგერის სინდრომი ითვლება აუტიზმის მაღალ ფუნქციურ ფორმად.

მიუხედავად იმისა, რომ ასპერგერის სინდრომის მქონე მოზრდილების უმეტესობას აქვს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი, მაინც დამახასიათებელია კოგნიტიური ან ენობრივი უნარების შეფერხება. სიმპტომები შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად:

ემოციური და ქცევითი სიმპტომები:

🔴 განმეორებადი ქცევები - ზოგადად დამახასიათებელია აუტიზმის სპექტრის აშლილობებისთვის. შეიძლება მოიცავდეს იგივე საქმის გაკეთებას ყოველ დილით, სამუშაოს დაწყებამდე, კონკრეტული ოდენობით რაიმე ნივთის ტრიალს, ან კარის გახსნას გარკვეული რუტინით.

🔴 ემოციური საკითხების გაგების სირთულეები - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სირთულეები სოციალური ან ემოციური სიტუაციების ინტერპრეტაციისას, უჭირთ ისეთი მდგომარეობების გაგება რომელიც არ არის პირდაპირი და თვალხილული, მაგალითად, როგორიცაა მწუხარება ან იმედგაცრუება. პრობლემები აღინიშნება სხვა ადამიანის პერსპექტივის გაგებაშიც.

🔴 გადამეტებული ემოციურობა - ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს უჭირთ ემოციურ სიტუაციებთან გამკლავება.

🔴 სენსორული ზღურბლის პრობლემები - შეიძლება გულისხმობდეს ჰიპერმგრძნობელობას (ზედმეტი მგრძნობელობა) ან ჰიპომგრძნობელობას (დაბალი მგრძნობელობა) სენსორული სტიმულების მიმართ. მაგალითად, ადამიანებს ან საგნებს ხშირად ეხებიან, ამჯობინებენ სიბნელეში ყოფნას, განზრახ ყნოსავენ საგნებს.

1944 წელი - ავსტრიელმა პედიატრმა აღწერა 4 ძალიან მსგავსი პაციენტი, რომელსაც ჰქონდათ საშუალო ინტელექტი, თუმცა მწირი სოციალური უნარები და ვიწრო ინტერესები.

1981 წელი - ბრიტანელმა ფსიქიატრმა ლორა ვინგმა გამოაქვეყნა მსგავსი შემთხვევების აღწერა. მან პირველად გამოიყენა ტერმინი „ასპერგერის სინდრომი”.

1994 წელი - ასპერგერის სინდრომი შეიტანეს ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-4).

2013 წელი - აპერგერის სინდრომი და სხვა ცალკეული აუტიზმის ტიპის მდგომარეობები გაერთიანდა ერთ ქოლგა ტერმინში - „აუტიზმის სპექტრის აშლილობა” (DSM-5).