მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკმა მილიარდერების სიაში ბილ გეითსს გაუსწრო

ილონ მასკი მარსი

კომპანია „ტესლას“  აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელ ბილ გეითსს გადაუსწრო და  მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ილონ მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია ამაზონის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის შემდეგ.

მასკის ქონება ერთ დღეში 7,2 მილიარდით გაიზარდა და 127,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან კი მეწარმის შემოსავალი 100.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, ბილ გეითსის ქონება ბლუმბერგმა $ 127,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. როგორც dpa– მ აღნიშნა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა, გეითსი დიდ თანხას ქველმოქმედებაში რომ არ ხარჯავდეს. მილიარდერების ლიდერის ჯეფ ბეზოსის ქონება კი 182 მილიარდი დოლარია.