მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისათვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა

მასკი

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისათვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა.

ამის შესახებ განცხადება SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, დამატებითი დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ. დღემდე CO2-ის გამოყოფის შემცირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიები მინიმალურად ვითარდება.