მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა (ვიდეო)

საპროტესტო აქცია ინდოეთში

წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა  ინდოეთის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. საპროტესტო აქციაში ინდოელი ფერმერები მონაწილეობდნენ და ისინი ქვეყნის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩასვლას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ დელიში ჩასვლის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

პოლიციის ინფორმაციით, ნიუ-დელიში კორონავირუსის გამო საპროტესტო მიტინგების და მასობრივი აქციების ჩატარება აკრძალულია. „COVID 19-თან დაკავშირებით უსაფრთხოების ინსტრუქციებია წარმოდგენილი, პოლიტიკური შეკრება აკრძალულია, ფერმერებმა ეს იციან. ამიტომაც ნიუ-დელიში შესვლის და აქციის ჩატარების საშუალებას ჩვენ ვერ მივცემთ“ - აცხადებენ ნიუ-დელის პოლიციაში.

ფერმერების გაერთიანება სოფლის მეურნეობის დარგში ახალ კანონდებლობას აპროტესტებს. მათი აზრით, ახალი რეგულაციების შედეგად ფერმერები დიდ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევენ და მსხვილი კორპორაციების მიერ ფერმერული მეურნეობების შთანთქვა მოხდება.