მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთს ციკლონი დაატყდა თავს (ვიდეო)

ციკლონი ინდოეთში

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა  ციკლონი „ნივარი“.  სტიქიას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

უბედურების ზონიდან 100 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. მათ დროებითი განთავსების პუნქტებში მოათავსებენ.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, დაზიანდა ხეები და ელექტროგადამცემი ანძები. ადიდებულმა წყალმა დასახლებული პუნქტების ქუჩები დატბორა.