მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა შორის 4 ბავშვია

ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალაში ავიაკატასტროფას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია, 2 მფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა 1 წლის ბავშვია, ყველაზე ასაკოვანი კი, 61 წლის მგზავრი.

ბორტზე სულ 191 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის მგზავრების უმეტესობა ევაკუირებულია.

ინდოეთში ავიაკატასტროფა 7 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა განიცადა. დაღუპულთა შორის არიან მფრინავები და მგზავრები.