მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორონავირუსის 234 692 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ინფიცირება ინდოეთში

ინდოეთმა კორონავირუსის სტატისტიკის ახალი რეკორდი დაამყარა, ბოლო 24 საათში ამ ქვეყანაში Covid19-ის 234 692 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ერთ დღე-ღამეში 1341 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი ინდოეთში 175 649-ს შეადგენს.

ინდოეთში ახალი ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე მესამე დღეა ფიქსირდება. მხოლოდ დელიში 20 000-ზე მეტი ახალი ინფიცირება დადასტურდა.

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ლოქდაუნი გამოცხადდა. ექსპერტები ახალი ფაქტების მატებას მოსახლეობის მიერ რეგულაციების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას ასახელებენ. ინდოეთში ბოლო დღეებში რამდენიმე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულეს.