მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შეთხვევების რაოდენობა 300 ათასს გადასცდა

ინდოეთში ახალი ფაქტები

ინდოეთმა ახალი რეკორდი დაამყარა. ამ ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 314 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საავადმყოფოებში ჟანგბადის მწვავე უკმარისობაა. დელიში საავადმყოფოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ხელოვნური სუნთქვისთვის აუცილებელი ჟანგბადის მარაგი მხოლოდ რამდენიმე საათს ეყოფა.

ამის გამო ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩნენ.

ინდოეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამედიცინო სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში კორონავირუსის 15,93 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 184 657 ადამიანი.