მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორპუსის ჩამონგრევას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ბჰივანდიში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,დაახლოებით 25 ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია,რომელშიც 40-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

„შენობის ნახევარი ჩამოინგრა და 25-26 ოჯახი ჩარჩენილია შენობაში“ -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის რწმუნებულმა პანკაჯ აშიამ.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა, რომელშიც 54 სახლია განთავსებული.

ინფორმაციისთვის, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და აღნიშნა, რომ დაზარალებულებს ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. შენობა 40 წლის წინ აშენდა და მასში 20-მდე ოჯახი ცხოვრობდა.