მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კოვიდინფიცირების 24 015 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექცია, 2020

ინდოეთში, ბოლო 24 საათში განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 24 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 610 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე დღეა ინდოეთში ეპიდვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიო რეიტინგში მალე რუსეთს გაასწრებს და მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

ქვეყანაში ჯამში კოვიდინფიცირების 673 904 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 19 279-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. COVID-19-მა მოიცვა 213 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას-ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.