მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ლიქიორით 86 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში ლიქიორით მოიწამლნენ

ინდოეთში ბოლო დღეების განმავლობაში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით მინიმუმ 86 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციამ 100-ზე მეტი რეიდი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ლიქიორი. დაკავებულია 25 პირი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინდოეთში ასეულობით ადამიანი იღუპება ალკოჰოლის დალევის შედეგად.

კუსტარულად დამზადებული ლიქიორი კაფეებს მიყიდეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოიწამლა.