მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში ქათმის გრიპის ეპიდაფეთქების გამო ათასობით ფრინველს დახოცავენ

ინდოეთში ათობით ათასი ფრინველის მოკვლა ხდება ფრინველის გრიპის აფეთქების გამო

ინდოეთში ათიათასობით ფრინველის დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს, მას შემდეგ რაც ქათმის გრიპის ეპიდაფეთქებამ უამრავი ფრინველი ქვეყნის მასშტაბით გაანადგურა. ინფორმაციას  „ALJAZEERA“ ავრცელებს.

H5N8-ფრინველის გრიპის ქვეტიპი ფრინველებს შორის, გასული წლის დასაწყისიდან რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა.

ინდოეთში სპეციალური ზომების მიღება დაიწყეს მას შემდეგ, როდესაც ათასობით გადამფრენი ფრინველის, იხვის, ყვავის და ქათმის სიკვდილი მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასული კვირის განმავლობაში ფრინველის გვამები იპოვნეს ჰიმალაის ტბაზე, რომელიც ზამთრის სეზონზე გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა ფრინველის გაყიდვა და ექსპორტი რეგიონში, ამავდროულად გააძლიერეს ტესტირება გავრცელების კონტროლის მიზნით.

ჩრდილოეთ ჰარიანას შტატში, ბარვალას რაიონის რამდენიმე ფრინველის ფერმაში დაახლოებით 150 000 ქათამი გაურკვეველ ვითარებაში დაიხოცა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინდოეთში ხშირია ფრინველის გრიპი. ქვეყანას ყველაზე მეტი ზიანი 2008 წელს მიადგა, როდესაც მილიონობით ფრინველი განადგურდა.